სერიოზული ტრავმის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტან ფილიპ ლამის გამოჯანმრთელების პროცესი დასასრულს უახლოვდება.
31 წლის ფეხბურთელმა გასული წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ტერფი მოიტეხა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ერთი კვირის წინ მან სირბილი დაიწყო, გუშინ კი ბურთითაც ივარჯიშა.
ლამის მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, უახლოეს შეხვედრებში ის მონაწილეობას დანამდვილებით ვერ მიიღებს.