კალათბურთი

1:48 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ-2015-ის ბურთი გამოამზეურა

ფიბა-ევროპამ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი გამოამზეურა. მის დამზადებაში ტრადიციულად Molten-მა მიიღო მონაწილეობა, ბურთის სახელწოდება კი GL7X გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ პირველად ისტორიაში ევროპირველობის ჯგუფური ეტაპი ერთბაშად ოთხ ქვეყანაში (საფრანგეთი, გერმანია, ხორვატია, ლატვია) შედგება, ამდენად, ბურთზე მასპინძლების ეროვნული დროშების ფერებიცაა დატანილი.

ამ ბურთით ქართველი კალათბურთელებიც ითამაშებენ, რომლებიც ევრობასკეტზე ზედიზედ მესამედ მიემგზავრებიან.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებსაც ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმასპინძლბს. ქართველთა მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, სლოვენია, მაკედონია, საბერძნეთი და ჰოლანდია იქნებიან.

ევრობასკეტ-2015 5-20 სექტემბერს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140136