ჩოგბურთი

22:37 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის დამაჯერებელი სტარტი

დუბაიში სტარტი აიღო Dubai Duty Free Tennis Championships-ის ტურნირმა და თავის პირველ მატჩში როჯერ ფედერერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სადიდსლემო შეჯიბრებების 17-გზის ტრიუმფატორმა 56 წუთში რუს მიხაილ იუჟნის 6:3, 6:1 მოუგო. მეორე წრეში როჯერის მეტოქეს ესპანელთა, ფერნანდო ვერდასკოსა და გილერმო გარსია-ლოპესის, პაექრობა გამოავლენს.

იუჟნისთან დაპირისპირებისას ფედერერის აქტივში 4 ბრეიკი და 8 ეისია, ამასთან როჯერმა დღევანდელ ოპონენტს 16-ედ მოუგო, იუჟნი კი შვეიცარიელის დამარცხებას ვერ ახერხებს.

“პირველი სეტის შემდეგ კონტრშეტევებს უკეთ ვაწარმოებდი და მატჩის მოგებამდე მიყვანაც არ გამჭირვებია”, - მოკლე რეზიუმე გაუკეთა მატჩს ფედერერმა.

0.124855