ფეხბურთი

20:55 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “სიტი” კარგ ფორმაშია”

ჩემპიონთა ლიგაზე ამ კვირაში დარჩენილი მერვედფინალური შეხვედრები გაიმართება. ინგლისური “მანჩესტერ სიტი” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლებს, რომელთანაც შარშან ამავე ეტაპზე დამარცხდა. “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მოახლოებული მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი და თავისი გუნდის გამარჯვების სჯერა.

“გასულ წელს, “ბარსელონას” იმ დროს ვეთამაშეთ, როდესაც 2 თვის განმავლობაში 19 თამაში ჩავატარეთ და საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩემი გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება და ესპანელების დამარცხება შესაძლებელია”, - განაცხადა პელეგრინიმ.

“სიტისა” და “ბარსელონას” შეხვედრა სტარტს 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე აიღებს.

0.116101