გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “გლადბახმა” ლონდონის “ჩელსიდან” ედენ აზარის უმცროსი ძმა ტორგან აზარი გამოისყიდა. ამის შესახებ გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
21 წლის უმცროსი აზარი “გლადბახში” აქამდე იჯარის წესით ასპარეზობდა, დღეიდან კი გუნდში ოფიციალურად 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მიმდინარე სეზონში აზარმა “გლადბახელთა” მაისურით 24 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 4 გატანილ გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.