ბელგიის “გენკის” მთავარი მწვრთნელის ალექს მაკლიში აზრით, ამჟამად თორნიკე ოქრიაშვილი გაცილებით უკეთესად თამაშობს ვიდრე წინა თვეებში და მას საგოლე მომენტის შექმნა არაფრისგან შეუძლია.
“ოქრიაშვილი უკეთესად თამაშობს, ვიდრე გასულ თვეებში. სხრეივერსი რატომ არ შემოვიყვანე? იმიტომ, რომ ოქრიაშვილის აფეთქებას ველოდებოდი. მას მომენტის შექმნა არაფრისგან შეუძლია. თამაშის შემდეგ საუბარი ადვილია, მაგრამ მატჩის მსვლელობისას როგორც მწვრთნელმა არჩევანი უნდა გააკეთო” – იუწყება მაკლიშის სიტყვებს ინტერნეტპორტალი nieuwsblad.be.