ფეხბურთი

17:35 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუხაია და იმედაშვილი “შინიკთან” დამარცხდნენ

რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონი) თასზე, მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” იაროსლავლის “შინიკთან” 0:3 წააგო.

განვლილ მატჩში, ხაბაროვსკელთა ქართველი ფეხბურთელებიდან ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ და ფორვარდმა ლაშა იმედაშვილმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და მცველი კახა ალადაშვილი “სკა-ენერგიას” განაცხადში არ იმყოფებოდნენ.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიაში მოასპარეზე “საქსანმა”, რომლის ღირსებას ირაკლი გოგინაშვილი იცავს, ამხანაგურ შეხვედრაში “დაჩიას” დუბლშემადგენლობა 4:0 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველი სასტარტოში იყო.

0.11912