ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” მცველი ადრიანო შესაძლოა ზაფხულში “ლივერპულში” აღმოჩნდეს. “მერსისაიდელები” დაცვის ხაზის გაძლიერებას ბრაზილიელი ფეხბურთელით შეეცდებიან.
ლუის ენრიკეს მმართველობის ქვეშ 30 წლის ფეხბურთელს ნამდვილად არ უმართლებს. ესპანელმა სპეციალისტმა ადრინო მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში გამოიყენა და სამხრეთამერიკელმა თავი 2-2 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მცველი მოედანზე საშუალოდ 49 წუთს ატარებს. გასულ სეზონში, ხერარდო მარტინოს მწვრთნელობის პერიოდში, ფეხბურთელის სათამაშო დრო 83 წუთი გახლდათ.
ადრიანოს სატრანსფერო ღირებულება ნელ-ნელა ეცემა. გასული წლის ზაფხულში მცველი 10 მილიონი ევრო ღირდა, ამჟამად კი მისი შეძენა 8 მილიონადაა შესაძლებელი. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე დრო რჩება და იმ შემთხევაში თუ ლუის ენრიკე ბრაზილიელს ხშირად კიდევ არ გამოიყენებს, “მერსისაიდელებს” ფეხბურთელის გადაბირება საკმაოდ დაბალ თანხად შეეძლებათ.