გაზაფხულის ფეხბურთს თავისი ხიბლი აქვს. გუნდები ჯერ ოპტიმალურ ფორმაში ვერ არიან, მაგრამ უამრავი ახალწვეულები ჰყავთ და ქომაგის ინტერესიც ბუნებრივია. მონაწილეთა ლამის ნახევარს გადახალისებული შემადგენლობა ჰყავს. “ტორპედო” და “ზესტაფონი” კი, ფაქტობრივად, თავიდან დაკომპლექტდნენ.
ტურის ცენტრალური მატჩი სამტრედიაში “ეროსი მანჯგალაძეზე” გაიმართა. “სამტრედიამ” “დინამოს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. წარმატების შემთხვევაში იმერლები ლიდერ “დინამოსთან” სხვაობას ერთ ქულამდე შეამცირებდნენ და რეალურად ჩაებმებოდნენ საჩემპიონო ბრძოლაში. ზაზა ზამთარაძის შეგირდებს მართლაც არ დაუზოგავთ თავი, ცდილობდნენ, აქტიურობდნენ, მაგრამ მათი შეტევები უფრო ქაოსური იყო, ვიდრე მწყობრი. “დინამომ” კი “თავისი” გოლი გაიტანა, რომელიც ახალწვეულმა ლეგიონერებმა შექმნეს: სერბმა სტეფან ბუკორაცმა ბურთი ბოლქვაძეს აართვა და ერთი შეხებით მანუელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ესპანელმაც შანსი არ დაუტოვა მასპინძელთა მეკარე რევაზ თევდორაძეს. სხვათა შორის, ყოფილი ოსასუნელი, 27 წლის მანუელ ონვუ წინა, “დილასთან” სათასო მატჩშიც სახიფათოდ უტევდა, მაგრამ მაშინ გოლი ვერ გაიტანა. მოკლედ, “დინამომ” მოიგო და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
საინტერესო შეხვედრა იყო “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, სადაც ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. “ცხინვალსაც” და “დილასაც” წლეულს ევროთასებზე თამაში განუზრახავთ და ცხადია, რომ ერთმანეთს არაფერს დაუთმობდნენ. ცხინვალელებს ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ გორელები უფრო მარჯვენი აღმოჩდნენ. ერთადერთი გოლი “დილაში” რუსული “ტოსნოდან” დაბრუნებულმა მიხაილ გორელიშვილმა გაიტანა. ამისდაკვალად, “დილა” ისევ ერთი ქულით ჩამორჩება “დინამოს.”
ამასობაში, ბათუმის “დინამომ” ქობულეთში “მეტალურგი” 2:0 დაამარცხა და მესამე ადგილზე დადგა. “ჩიხურამ” “სიონს” სძლია და “ცხინვალს” გადაუსწრო, ქუთაისში კი “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას დებიუტი შედგა ეროვნულ ჩემპიონატში.
XVI ტური
21 თებერვალი, შაბათი
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)
1:0 მოსიაშვილი (50)
ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)
1:0 ქობალია (66)
22 თებერვალი, კვირა
დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
1:0 ბერიაშვილი (40), 2:0 ტატანაშვილი (47)
სამტრედია - დინამო (თბილისი) O0:1 (0:1)
0:1 მანუელი (20)
ცხინვალი - დილა (გორი) 0:1 (0:0)
0:1 გორელიშვილი (62)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 2:2 (0:1)
0:1 წურწუმია (34), 1:1, 2:1 კურდღელაშვილი (64, 67), 2:2 წყაროზია (84)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
1:0 მანჯგალაძე (32), 2:0 კორიფაძე (88)
ტორპედო (ქუთაისი) – კოლხეთი (ფოთი) 0:0
1. | დინამო თბ. | 16 | 10 | 2 | 4 | 27:13 | 32 | |
2. | დილა | 16 | 9 | 4 | 3 | 23:13 | 31 | |
3. | დინამო ბთ. | 16 | 8 | 3 | 5 | 19:14 | 27 | |
4. | სამტრედია | 16 | 7 | 4 | 5 | 17:12 | 25 | |
5. | ჩიხურა | 16 | 7 | 4 | 5 | 19:17 | 25 | |
6. | ცხინვალი | 16 | 7 | 3 | 6 | 15:22 | 24 | |
7. | მეტალურგი | 16 | 6 | 5 | 5 | 19:17 | 23 | |
8. | გურია | 16 | 5 | 7 | 4 | 17:23 | 22 | |
9. | მერანი | 16 | 5 | 6 | 5 | 13:12 | 21 | |
10. | ზესტაფონი | 16 | 4 | 7 | 5 | 29:23 | 19 | |
11. | შუქურა | 16 | 4 | 6 | 6 | 14:18 | 18 | |
12. | კოლხეთი | 16 | 4 | 6 | 6 | 13:17 | 18 | |
13. | ტორპედო | 16 | 3 | 8 | 5 | 17:18 | 17 | |
14. | ზუგდიდი | 16 | 3 | 6 | 7 | 9:17 | 15 | |
15. | სიონი | 16 | 3 | 5 | 8 | 12:21 | 14 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 16 | 3 | 4 | 9 | 16:22 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასავარდნ ზონაში კარგი ბრძოლა იქნება.......
ჩვენ რა გვეშველება რაა
ბათუმიც გაძლიერდა
დიდი ალბათობით რუსთავის მეტალურგი ჩემპიონატს ვერ დაასრულებს და მოიხსნება ჩემპიონატიდან.
მართლაა
ეს დინამო წინა წლის დინამოს ჯობია ჩემი აზრით მაგრამ კიდე 3 ფეხბურთელი უნდა კარგი დონის რო რამეზე გვქონდეს პრეტენზია, აი წინა წელს მაგარი სირცხვილი ვჩამეთ ზაან მაგარი თან და თუ არ გავძლიერდით ამ გუნდიტაც ძაან გაგვიჭირდება აკოტბეს დონის გუნდთან
ხიზანიშვილი ნაკრების ფეხბურთელი იყო და ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის მაგრამ როგორც ფეხბურთელე ამოწურა თავისი თავი ჯობია თავისი გამოცდილება მოახმაროს ქართულ ფეხბურთს,როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა კაცს დინამოდან რო გაგიშვებენ წადი................
akhali
ეხლა არ ვიცი და ნტვ ფეხბურთს ცალკე პირველი ლიგის მიმოხილვაც ჰქონდა
კი-ეგრეა..
და ეს რუსეთში,რომელიც დიდ საფეხბურთო ქვეყნად ნამდვილად არ ჩაითვლება
akhali
ხო საფარს წამოკრეს ფეხი და ხალხი მაგ მომენტზე ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვდა
-რუსეთის (და ეს რუსეთის) ტვ-არხებზე რამდენიმეჯერ ხდება ტურის მატჩების მიმოხილვა,სრული ტაქიკური,შეფასებები ფეხბურთელების...მანძილი მატჩში დაფარული,კარებში დარყმები,ზუსტი პასები...მოკლედ ყველაფერი...მერე გასართობი ტოკ-შოუც (ოთარ კუშანაშვილია ძალიან აქტიური)...
-ჩვენთან?და ჩვენ ვართ საფეხბურთო ქვეყანა(მხოლოდ 126-ე რეიტინგით)
დინამომ საკმაოდ ნორმალურად ითამაშა,თუ გავითვალისწინებთ გუნდის ახალგაზრდულ ასაკს(ტაქტიკურადაც საკმაოდ გამართულად,ყოჩაღ გოგიჩაიშვილი!)...იმედი მაქვს გუნდი ყოველ შემდეგ მატჩში კიდევ მოუმატებს,რომ ევროპულ დონეზე გავიდეს..
-და მაგრად გამაწბილეს დღეს საქართველოს მე-2,მე-3(პირობითად)კლუბებმა....პრაქტიკულად ამ ორ გუნდს დინამოს კართან მომენტიც არ შეუქმნია.არავითარი სისწრაფე,ფიზიკა...საერთოდ საქართველოში ნორმალური ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მუშაობს?ფიზკულტურელის დონეზეა ფიზ.მომზადება?ბიუჯეტის,ხალხის ფულებს ჭამთ და კეთილი ინებეთ პროფესიონალური მომზადების დონე გაიუმჯობესეთ!!!ევროტურნირებზე არ შეგვარცხვინოთ!
დილა - დინამო
6 კარისკენ დარტყმა 4
3 კარში დარტყმა 4
3 კუთხური 2
3 ყვითლები 4
))
სამტრედიიის რა მოგახსენო არ მიყურებია თამაშს ნამდვილად და აი დილას რაც შეეხება მაინტერსებს თამაშს თუ უყურე? ))) და თუ უყურეე რატომ დაწერეე ესს ;დ;დ;
მეორე და მესამე გუნდებმა ანუ სამტრედიამ და დილამ ხიფათი ვერ შექმნა დინამოს კართან ;დ;დ;დ;დ;დ;დ;დ
დინამომ საკმაოდ ნორმალურად ითამაშა,თუ გავითვალისწინებთ გუნდის ახალგაზრდულ ასაკს(ტაქტიკურადაც საკმაოდ გამართულად,ყოჩაღ გოგიჩაიშვილი))...იმედი მაქვს გუნდი ყოველ შემდეგ მატჩში კიდევ მოუმატებს,რომ ევროპულ დონეზე გავიდეს..
-და მაგრად გამაწბილეს დღეს საქართველოს მე-2,მე-3(პირობითად)კლუბებმა....პრაქტიკულად ამ ორ გუნდს დინამოს კართან მომენტიც არ შეუქმნია.არავითარი სისწრაფე,ფიზიკა...საერთოდ საქართველოში ნორმალური ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მუშაობს?ფიზკულტურელის დონეზეა ფიზ.მომზადება?ბიუჯეტის,ხალხის ფულებს ჭამთ და კეთილი ინებეთ პროფესიონალური მომზადების დონე გაიუმჯობესეთ!!!ევროტურნირებზე არ შეგვარცხვინოთ!
სწორია ყველაფერი და პლიუს ფულის გემოს გაუსინჯავენ და გეგონება მარტო მაგენმა იციან ბურთის გორება
akhali
ბიჭებმა გაზონს ფეხი, რამდენჯერ წამოკრეს
ვინეებმა
გაზონს?)))
ასეთია დღევანდელი უმეტესი კლუბის ბედი.მარტო ფეხბურთელებს იმატებენ და მინდვრის საფარი ფეხებზე კიდიათ არადა ყველაზე ცუდია ფეხბურთელის ჯამთელობაზე.ყველაზე მეტი ხელოვნურზე იცის ტრანვები
რა შინაარსიანი, საინტერესო და ღრმა ანალიზია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იგრძნობა, ამ საიტზე მომუშავე ე.წ. ჟურნალისტების მაღალი კვალიფიკაცია და ცოდნა. ლაივსქორის საიტს დაემსგავსა, ისიც დაგვიანებული ანგარიშებით. სამწუხაროა.
გაზაფხული,ფეხბურთი...მზიანი,მშვენიერი საფეხბურთო ამინდი და ფეხბურთი ...პლასტმასზე!!!ბურთი,,ვანკა-სტანკასავით,,დახტუნავდა.
-საქართველოში რატომ უნდა იყოს პლასტმასის ხელოვნური საფარი?ნუთუ ძნელია ბალახის გაზონის მოვლა(მესმის რომ ძვირია გაზონის მორწყვა და რას აკეთებს ხელისუფლება?ძნელია დაუშვას გამონაკლისი სპორტულ კლუბებს გაზონის მორწვაზე წყლის ხარჯებზე შეღავათი დაუწესოს?)...
-არ გეცოდებათ მომავალი ქართველი ფეხბურთელები?არ ფიქრობთ მათ ჯამრთელობაზე?წარმატებას თუ მიაღწევენ(იმედი გვაქვს ოდესღაც ეგ დღეც დადგება)პიარისთვის ნამდვილად გამოიყენებთ და ილაპარაკებთ საკუთარ დამსახურებებზე ეროვნული ფეხბურთის განვითარებაში...
გაზაფხული,ფეხბურთი...მზიანი,მშვენიერი საფეხბურთო ამინდი და ფეხბურთი ...პლასტმასზე!!!ბურთი,,ვანკა-სტანკასავით,,დახტუნავდა.
-საქართველოში რატომ უნდა იყოს პლასტმასის ხელოვნური საფარი?ნუთუ ძნელია ბალახის გაზონის მოვლა(მესმის რომ ძვირია გაზონის მორწყვა და რას აკეთებს ხელისუფლება?ძნელია დაუშვას გამონაკლისი სპორტულ კლუბებს გაზონის მორწვაზე წყლის ხარჯებზე შეღავათი დაუწესოს?)...
-არ გეცოდებათ მომავალი ქართველი ფეხბურთელები?არ გიქრობთ მათ ჯამრთელობაზე?წარმატებას თუ მიაღწევენ(იმედი გვაქვს ოდესღაც ეგ დღეც დადგება)პიარისთვის ნამდვილად გამოიყენებთ და ილასპარაკებთ საკუთარ დამსახურებებზე ეროვნული ფეხბურთის განვითარებაში...