რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ერთ-ერთმა ლიდერმა “ტოსნომ”, რომელიც შეკრებას თურქეთში გადის, ამხანაგური შეხვედრა პრემიერლიგის კრასნოდარის “ყუბანთან” 1:1 დაასრულა.
“ტოსნოში” მყოფი ქართველებიდან, მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა, მეკარე ნუკრი რევიშვილი მოედანზე პირველი ტაიმის მერე შევიდა, ხოლო ფორვარდი ოთარ მარცვალაძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. რუსეთის მოქალაქე მცველმა გურამ თეთრაშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა. “ტოსნომ” ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, ხოლო “ყუბანმა” საპასუხო ბურთი 10 წუთის მერე გაიტანა.
დონეცკის “ოლიმპიკმა”, რომლის კარს უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე იცავს, თურქეთში შეკრებაზე ყაზახეთის “ოკჟეტპესი” 3:0 დაამარცხა. მახარაძემ შეუცვლელად ითამაშა.
მინსკის “დინამომ”, სადაც მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე ისინჯება, თურქეთში ამხანაგურ შეხვედრაში დონეცკის “შახტართან” 0:2 წააგო. ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
უნგრულმა “დიორმა” საკონტროლო შეხვედრაში ბრატისლავას “სლოვანს” 1:0 მოუგო. ქართველ ფორვარდ გიორგი ქვილითაიას “დიორში” არ უთამაშია.