მადრიდის "რეალის" იტალიელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკა მოდრიჩის გამოჯანმრთელების საკითხს შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ის "ელ კლასიკოსთვის" მზად იქნება.
"ლუკა მოდრიჩი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და დიდ ძალას წარმოადგენს, მოხარული ვარ, რომ ის დაგვიბრუნდა და მომავალი კვირიდან უკვე სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს. იმედი მაქვს მალე ჩადგება ფორმაში და "ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედრაში შეძლებს ჩვენს დახმარებას". - განაცხადა ანჩელოტიმ.
ლუკა მოდრიჩს ტრავმის გამო 16 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია. ხორვატმა ფეხბურთელმა პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" "კამპ ნოუზე" 22 მარტს გაიმართება.