ფეხბურთი

3:47 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” წინ გაიჭრა

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის შემდეგ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი კვლავ გამოიკვეთა. “ბარსელონას” წაფორთხილებით მადრიდის “რეალმა” ისარგებლა და უახლოეს მდევართან სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა.

მადრიდელები “მარტინეს ვალეროს” ეწვივნენ და “ელჩე” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და კრიშტიანო რონალდუს რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ შემთხვევაში მისი დარტყმა კარის ძელმა მოიგერია, მეორე მომენტში ტიტონმა აჯობა, მესამეჯერ გარეტ ბეილის პასს ვერ დახვდა კარგად, ხოლო მეოთხეჯერ მის თავურს სიზუსტე აკლდა. სამაგიეროდ, გაიტანა ქარიმ ბენზემამ, თანაც ძალიან ლამაზი გოლი, მაგრამ მსაჯი უხეშად შეცდა და არარსებული თამაშგარე დააფიქსირა. განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბენზემა და დამიან სუარესი ერთ ხაზე იმყოფებოდნენ.

მეორე ნახევარში პირველი სახიფათო ეპიზოდი მასპინძლებმა შექმნეს, აარონ ნიგუეზის დარტყმის შემდეგ იკერ კასილასმა კუთხურზე მოიგერია ბურთი. სტუმრებმა უმალ საპასუხო შეტევა განახორციელეს და ისკოს ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ, გოლის გარეშე არ დარჩა ქარიმ ბენზემა, რომელმაც 56-ე წუთზე ტიტონისა და ლომბანის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. შეხვედრის ბედი 69-ე წუთზე გადაწყდა, მარცხენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა ისკომ, რომელმაც დამიან სუარესის გაბითურების შემდგომ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას რონალდუმ აჯობა და შესანიშნავი თავური გაიტანა – 0:2.

შესანიშნავი მატჩი შედგა სან სებასტიანში, სადაც ადგილობრივმა “სოსიედადმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “სევილია” მიიღო და დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. ბასკებისთვის შეხვედრა მშვენივრად დაიწყო და მე-16 წუთზე იმანოელ აგირეჩემ ანგარიში გახსნა. მასპინძლებს მალევე მეორეს გატანა შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასული კანალესი ცუდად გაისარჯა და რიკოს ვერ აჯობა, რისთვისაც ბასკები ტაიმის ბოლოს დაისაჯნენ. 43-ე წუთზე სტუმართა კუთხურს კოლოძიეჩაკის ზუსტი თავური მოჰყვა.

მეორე ნახევარი ტეიშეირა ვიტიენესის ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით დაიწყო, რომელმაც სტუმართა კარში პენალტი დანიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ხაბი პრიეტომ მშვენივრად შეასრულა და თავის გუნდი დააწინაურა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ და რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი შექმნეს. ჯერ ალეხანდრო არიბასმა ააცილა ცარიელ კარს სამი მეტრიდან, ხოლო შემდეგ კარისოს შორეული დარტყმა ძელმა მოიგერია. “დალაქებმა” გოლის გატანა მაინც მოახერხეს, 67-ე წუთზე ევერ ბანეგამ სტანდარტულიდან კარგად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც ყველას კარლოს ბაკამ დაასწრო და წონასწორობა აღადგინა. 77-ე წუთზე კი, ვიტიენესმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნა პენალტი, რომელიც კევინ გამეირომ აქცია გოლად. მოვლენების ასე განვითარების მიუხედავად, მასპინძლებს ყურები არ ჩამოუყრიათ და მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, რასაც მალევე მოჰყვა შედეგი - 82-ე წუთზე არიბასმა კურიოზული ავტოგოლი ჩაიწერა პასივში. “ჩური ურდინი” არც გათანაბრების შემდეგ გაჩერებულა და მეტოქეზე ზეწოლას განაგრძობდა, რაც ბასკებს დაუფასდათ - 90-ე წუთზე რუბენ პარდოს მიერ მოწოდებულ კუთხურს პრიეტოს ზუსტი თავური მოჰყვა – 4:3. “სოსიედადმა” მოწინავე სამი კლუბის შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი კლუბი დაამარცხა შინ, ხოლო “სევილია” “ვალენსიას” ხუთი ქულით ჩამორჩა.

“ვილიარეალმა” შეცვლაზე შემოსული ლუსიანო ვიეტოს გოლით მოუგო “ეიბარს”, ხოლო “ბილბაომ” არის ადურისის გოლით, შეხვედრის ბოლოს გატეხა “რაიო ვალეკანო”.

სოსიედადი – სევილია 4:3 (1:1)


სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ანსოტეგი, ი.მარტინესი, დე ლა ბელა (ფინბოგასონი 81), ზალდუა, პარდო, გრანერო, კანალესი (ჰერვასი 77), ჩ.კასტრო (ბერგარა 89), პრიეტო, აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, არიბასი, ტრემულინასი, ფიგეირაში, კარისო, იბორა (დ.სუარესი 65), ბანეგა, ვიდალი, დეულოფეუ (ვიტოლო 46), ბაკა (გამეირო 70).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 აგირეჩე (16), 1:1 კოლოძიეჩაკი (43), 2:1 პრიეტო (48 პენ.), 2:2 ბაკა (67), 2:3 გამეირო (78), 3:3 არიბასი (82 ს.კ.), 4:3 პრიეტო (90).
გაფრთხილებები: დე ლა ბელა, პრიეტო, ი.მარტინესი, გრანერო, რული – ტრემულინასი, კარისო
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 17(8)-17(5), ჯარიმა: 16-12, კუთხური: 5-10, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-4

ბილბაო – რაიო ვალეკანო 1:0 (0:0)


ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, ირაოლა, ბალენსიაგა, სან ხოსე, მ.რიკო, მუნიაინი (უილიამსი 65), უ.ლოპესი (დე მარკოსი 34), სუსაეტა (იბაი 80), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რაიო ვალეკანო (4-4-2): ტონიო (კ.ალვარესი 46), ამაია, ზე კასტრო, ნაჩო (მორსილიო 46), ტიტო, ხოზაბედი, ფატუ, კაკუტა, ლიკა, ბუენო, ბაპტიშტაო (მანუჩო 67).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: ადურისი 86.
გაფრთხილებები: სან ხოსე, ადურისი, მ.რიკო – ნაჩო, ფატუ
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19(6)-5(1), ჯარიმა: 17-13, კუთხური: 11-3, თამაშგარე: 6-4, სეივი: 1-5

ვილიარეალი – ეიბარი 1:0 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ბაილი (მუსაჩიო 66), დორადო, რუკავინა, ხ.კოსტა, ჯონათანი, მარკოსი, მ.გომესი, კემპბელი (ჩერიშევი 69), გ.მორენო (ვიეტო 69), ჯოვანი.
მწვრთნელი: მარსელინო ტორალი

ეიბარი (4-4-1-1): ირურეტა, ეკიზა (ნიეტო 79), რ.ნავასი, კასტელიანო (ვილა 87), ბოვედა, ანიბარო, დ.გარსია, ლარა, კაპა, არუაბარენა, დელ მორალი (ლეკიჩი 72).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლი: ვიეტო 71.
გაფრთხილებები: ხ.კოსტა, რუკავინა
მსაჯი: მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 21(6)-10(1), ჯარიმა: 5-3, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 1-6, სეივი: 1-5

ელჩე – რეალი 0:2 (0:0)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-4-1-1): ტიტონი, როკო, ლომბანი, ალბაკარი, დ.სუარესი, პასალიჩი (გალვეზი 75), ა.გონსალესი (კ.ერერა 81), ა.ნიგუეზი (გ.როდრიგესი 64), ვ.როდრიგესი, ფაჟრი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

რეალი (4-3-3): კასილასი, ვარანე, პეპე, მარსელო, კარვახალი, ლ.სილვა (ილარამენდი 84), ისკო (არბელოა 89), კროოსი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ხესე 93).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ბენზემა (56), 0:2 რონალდუ (69).
გაფრთხილებები: ალბაკარი, ჯონათასი, ა.ნიგუეზი, როკო – მარსელო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 4(1)-17(5), ჯარიმა: 17-6, კუთხური: 1-6, თამაშგარე: 1-7, სეივი: 3-1

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 29. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 26. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 17. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), კარლოს ბაკა (“სევილია”) -14.

თეგებილა ლიგა
0.134797