ინგლისური “ვესტ ჰემი” მთავარ მწვრთნელ სემ ელერდაისს ახალ კონტრაქტს სეზონის ბოლომდე არ შესთავაზებს. ლონდონელები დაელოდებიან, გუნდი პრემიერლიგას რომელ ადგილზე დაასრულებს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. Guardian-ს ეს ინფორმაცია “ვესტ ჰემის” ვიცე-პრეზიდენტმა კარენ ბენდიმ გაანდო. ელერდაისმა გუნდი 2011 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მას შემდეგ, არცთუ ცუდი შედეგები აქვს. მიმდინარე პრემიერლიგის 26 ტურის თავზე ლონდონელები 39 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.