“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კოლუმბიელ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს შესახებ აზრი გამოთქვა.
“კუადრადოს ადაპტაციისთვის დრო ჭირდება. მან ადაპტაცია ყველაფერში უნდა გაიაროს. ის იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა, პრემიერლიგაში კი მეტი დინამიკაა, 90 წუთი სულ მობილიზებული უნდა იყო. მას დრო ჭირდება, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გვანახოს.
ხუან კუადრადო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ფიორენტინადან” “ჩელსიში” გადავიდა. მას შემდეგ ის ლონდონელთა რიგებში სამჯერ გამოჩნდა, აქედან ორჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.