ფეხბურთი

16:14 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” კვლავ ერთპიროვნული ლიდერია

კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. ლიდერმა, თბილისის “დინამომ” სტუმრად “სამტრედია” დაამარცხა და ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. მოიგო “დილამაც,” გორელებმა ვაკეში “ცხინვალს” მინიმალური ანგარიშით სძლიეს და ლიდერს კვლავ ერთი ქულით ჩამორჩებიან. ბათუმის “დინამომ” რუსთავის “მეტალურგი” დაამარცხა და მესამე ადგილზე აინაცვლა. “ვიტ ჯორჯიამ” და “მერანმა” ქულები გაიყვეს, “სიონმა” კი ივანწმინდაში “ჩიხურასთან” წააგო და ცხრილის ფსკერზე მოექცა.

XVI ტური

21 თებერვალი, შაბათი

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)

ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)

22 თებერვალი, კვირა

დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

სამტრედია-დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

ცხინვალი-დილა (გორი) 0:1 (0:0)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 2:2 (0:1)

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

ტორპედო (ქუთაისი) – კოლხეთი (ფოთი)

ქუთაისი. ცენტრალური. 19:00

მსაჯები: დ. სანოძე, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 3:0

1. დინამო თბ. 16 10 2 4 27:13 32
2. დილა 16 9 4 3 23:13 31
3. დინამო ბთ. 16 8 3 5 19:14 27
4. სამტრედია 16 7 4 5 17:12 25
5. ჩიხურა 16 7 4 5 19:17 25
6. ცხინვალი 16 7 3 6 15:22 24
7. მეტალურგი 16 6 5 5 19:17 23
8. გურია 16 5 7 4 17:23 22
9. მერანი 16 5 6 5 13:12 21
10. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
11. შუქურა 16 4 6 6 14:18 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 16 3 5 8 12:21 14
16. ვიტ ჯორჯია 16 3 4 9 16:22 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.114851