ჩოგბურთი

15:44 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ ანტალიის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო.

მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ნახევარფინალში ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და მე-2 რეიტინგის მქონე უკრაინელ ალიონა სოტნიკოვას 7:6 (7:5), 5:7, 7:6 (8:6) სძლია, ფინალში კი საქმე ორ სეტში მოითავა.

გადამწყვეტ შეხვედრაში სოფომ მე-6 ნომრად მიჩნეული რუმინელი დიანა ბუზეანი 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა.

ცნობისთვის, ქვაცაბაიამ წლეულს უკვე მე-2 10-ათასიანი ტურნირი მოიგო, სულ კი, მის აქტივში ერთეულთა შორის 8 ტიტულია.

0.530939