ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ბრაზილიის ნაკრების და “პორტუს” მცველით დანილოთი დაინტერესდა. სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს “დრაკონებთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი არ დაწყებულა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. 18 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში დანილომ “ბაზელთან” სტუმრად 79-ე წუთზე პენალტი გაიტანა და პორტუგალიელები მარცხისგან იხსნა.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “სამეფო გუნდის” გარდა “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი” იჩენენ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.