ჰოლანდიის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ შაბათს, “სუონსისთან” წაგებულ პრემიერლიგის მატჩში (1:2) ფეხის ტრავმა მიიღო.
ჯერჯერობით “წითელი ეშმაკების” ექიმებს ჰოლანდიელისთვის სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. მედიკოსების კარგად დაკვირვების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს 31 წლის ფეხბურთელი.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ვან პერსიმ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.