ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღის გახსნით შეხვედრაში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. “ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” “მალაგა” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
“ბარსელონას” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვნესი შეხვედრა ელის “მანჩესტერ სიტისთან”, თუმცა ლუის ენრიკემ ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარეს. მასპინძელთათვის მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო, მე-7 წუთზე დანი ალვეშმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ბრავოზე ბურთის დაბრუნების ნაცვლად, მან ხუანმი გაიყვანა ერთი-ერთზე, რომელმაც ჩილელი მეკარე მოატყუა და ანგარიში გახსნა. წონაწორობის აღდგენა მალევე შეეძლო რაფინიას, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ველიგტონმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. სტუმრები ყრუ დაცვაში არ ჩამდგარან და მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. სამუელისა და დარდერის შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე რიკარდო ჰორტა აღმოჩნდა, მაგრამ ბრავომ კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ნახევარში “ბარსელონას” სახიფათო მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა და რეალური საგოლე ეპიზოდი მხოლოდ პედროს შეექმნა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი გარედან მოხვდა კამენის კარის ბადეს – 0:1. “ბარსელონა” კვლავ მეორე ადგილზეა, თუმცა “ატლეტიკოს” მხოლოდ სამი ქულით ასწრებს და “რეალის” გამარჯვების შემთხვევაში, “სამეფო კლუბს” ოთხი ქულით ჩამორჩება.
“ბარსელონას” მსგავად, ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშო აქვს მადრიდის “ატლეტიკოსაც”, თუმცა “როხიბლანკომ” კატალონიელთაგან განსხვავებით იოლად მოიგო თავის შეხვედრა. მადრიდელებმა შინ “ალმერია” მიიღეს და ნახევარ საათშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მატეუ ლაოსმა მე-13 წუთზე ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა “ალმერიას” კარში, რომელიც მარიო მანძუკიჩმა აქცია გოლად. მე-20 წუთზე მასპინძლებმა ველეზის უხეში შეცდომით ისარგებლეს და მანძუკიჩის გადაცემა ანტუან გრიზმანმა აქცია გოლად. ცხრა წუთში კვლავ იგივე განმეორდა – ხორვატმა ფორვარდმა გრიზმანს თავით დაუგდო ბურთი, რომელმაც ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა – 3:0.
თავის შეხვედრა მოიგო “ვალენსიამაც”, რომელიც “კორდობას” ეწვია სტუმრად. პირველი ნახევარი ”ღამურებმა” ანდრე გომეშის გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მაინც მოუწიათ ნერვიულობა. უნდიანო მალენკომ 74-ე წუთზე დიეგო ალვეშის კარის მიმართულებით საეჭვო ვითარებაში დანიშნა პენალტი, რომელიც ნაბილ გილასმა აქცია გოლად. “ლოს ჩე” მთელი ძალებით წავიდა წინ და რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ მიზანს მიაღწია, 81-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა პაბლო პიატიმ მოახერხა – 1:2.
დღის ბოლო შეხვედრა “რიასორზე” გაიმართა, სადაც გალისიურ დერბიში ერთმანეთს ლა კორუნიის “დეპორტივო” და ვიგოს “სელტა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თანაბარი გამოდგა, თუმცა გოლების გატანა მხოლოდ სტუმრებმა მოახერხეს. 46-ე წუთზე “სელტა” ბრაზილიელმა ფორვარდმა ჩარლესმა დააწინაურა, ხოლო 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ხოაკინ ლარივეიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
ბარსელონა – მალაგა 0:1 (0:1)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალბა, ალვეში (მასკერანო 73), რაფინია (რაკიტიჩი 63) ბუსკეტსი, ინიესტა (პედრო 67), ნეიმარი, მესი,სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, მ.ტორესი, როსალესი, დარდერი, რესიო, ხუანმი (ხუანპი 50), სამუელი (ბოკა 85), კასტილიეხო, ჰორტა (დუდა 79).
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: ხუანმი 7.
გაფრთხილებები: რაფინია, პიკე, ნეიმარი, ალბა – ველიგტონი, რესიო, დუდა
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 11(5)-11(3), ჯარიმა: 9-11, კუთხური: 11-3, თამაშგარე: 7-0, სეივი: 2-5
კორდობა – ვალენსია 1:2 (0:1)
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): საიზარი, კრესპო, პანტიჩი, კამპაბედალი, ედიმარი (ვიკო 59), ფ.როსი, კრინი (ზუკულინი 84), ჰელდონი, ბებე, გილასი, აბელი (ანდონე 55).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
ვალენსია (4-3-3): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, კანსელო, ფუეგო, პარეხო, გომეში, პიატი, დე პაული (ნეგრედო 61), როდრიგო (ფეგული 65).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 გომეში (38), 1:1 გილასი (74 პენ.), 1:2 პიატი (81).
გაფრთხილებები: ჰელდონი – გაია, როდრიგო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 11(4)-17(7), ჯარიმა: 17-15, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 5-3
ატლეტიკო – ალმერია 3:0 (3:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): მოია, მირანდა, გოდინი, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო (მ.სუარესი 71), საული, თურანი, გრიზმანი (რ.გარსია 64), მანძუკიჩი (ფ.ტორესი 59).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, მიჩელი, დუბარბიერი (კასადო 76), ვერზა, კორონა, ბიფოუმა (ვ.სილვა 71), ველეზი (ფ.სორიანო 46), მენდეში, ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (13 პენ.), 2:0;3:0 (20;29).
გაფრთხილებები: სიკეირა, რ.გარსია – დუბარბიერი
გაძევება: სიკეირა 91.
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 9(6)-9(1), ჯარიმა: 13-13, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-3
დეპორტივო – სელტა 0:2 (0:1)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ლოპო, სიდნეი, ლუისინიო, ხუნფრანი, ბერგენტინოსი, ბორგესი, ლ.პერესი, ხ.როდრიგესი (კუენკა 56), კავალეირო (ჰ.კოშტა 68), რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ს.გომესი, ხონი, რადოია, კრონ-დელი (პ.ერნანდესი 91), ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა (ა.ლოპესი 77), ჩარლესი (ლარივეი 73).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 0:1 ჩარლესი (46), 0:2 ლარივეი (82).
გაფრთხილებები: ლოპო, ლუისინიო, ლ.პერესი – ჩარლესი, ნოლიტო, ს.ალვარესი, ს.გომესი
გაძევება: ლოპო 72.
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 14(4)-8(5), ჯარიმა: 17-13, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 0-6, სეივი: 3-4
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 26. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 17. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) - 14. კარლოს ბაკა (“სევილია”) -13.