ფეხბურთი

2:45 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ში პსჟ გალიდერდა

საფრანგეთის ლიგა 1-ში 26-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. საღამოს ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კაენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა 4:1 დაამარცხა “ლანსი.” ანგარიში მატჩის დასაწყისში გამოცდილი ჟულიენ ფერეტის გოლით გაიხსნა, 32 წლის ფეხბურთელმა “ლანსის” კარში დანიშნული თერთმეტმეტრინი ზუსტად გამოიყენა.

35-ე წუთზე ემილიანო სალამ ორამდე გაზარდა სხვაობა, “კაენის” შემტევმა ნანგისის პასის შემდეგ გაიტანა. ერთ წუთში ჰაიტელი ბაზილეს ჯერი დადგა, რომელმაც სამამდე გაზარდა სხვაობა და პრაქტიკულად ცხადი გახადა გამარჯვებულის ვინაობა.

სამბურთიანი უპირატესობა პირველ ტაიმში შემცირდა, ელ ჯადუს აქტიურობას “კაენის” კარში ერთადერთი გოლი მოჰყვა.

შესვენების შემდეგ, 75-ე წუთზე სალამ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საფრანგეთის ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. ლორან ბლანის გუნდმა “ტულუზა” დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მეორე ადგილოსანს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და მასზე ერთი თამაშით მეტი აქვს გამართული.

“პარკ დე პრენსზე” გამართულ შეხვედრაში გამორჩეულად კარგად ითამაშა ახალგაზრდა ადრიენ რაბიომ, რომელმაც იბრაჰიმოვიჩისა და პასტორეს პასები ზუსტად გამოიყენა.

რუმინელი გრიგორეს პასის შემდეგ ბენ იედერმა სხვაობა მეორე ტაიმის დასაწყისში შეამცირა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ტიაგო სილვამ 74-ე წუთზე დააფიქსირი.

ლუკა კიკაბიძის “ბასტიამ” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “ლილი.” ქართველი ფეხბურთელი კვლავ ვერ მოხვდა გუნდის განაცხადში, მისი კლუბი კი რაიან მენდესის პასით მარცხდებოდა. კაპე ვერდეს ქვეყნის წარმომადგენელის გოლს 22-ე წუთზე სიომ უპასუხა, ხოლო აიტიმ “ბასტიას” სამი ქულა მოუტანა.

“რენისა” და “ბორდოს” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ნტეპის გოლით მე-11 წუთზე “რენი” დაწინაურდა. სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა 77-ე წუთზე ჰაზრის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით მოახერხეს.

მონტანიეს გუნდმა უკანასკნელი გამარჯვება გასული წლის 3 დეკემბერს “ნიცასთან” გასვლით შეხვედრაში შეძლო. ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად “რენი” მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო “ბორდო” მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ევროზონაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

პსჟ – ტულუზა 3:1 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ: სირიგუ, სილვა, ვან დერ ვილი, დიანე, მარკინიო, მატუიდი, პასტორე (მაქსველი 83), რაბიო (კამარა 88), იბრაჰიმოვიჩი, კავანი, ლავეცი (ბაჰებეკი 69)

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

ტულუზა: აჰამადა, გრიგორე, მუბანჟე, სპაჟიჩი, ბიიკი (სირექსი 80), აკპრო, დიდო (ბენ იედერი 51), აგილარი, რეგატინი, პესიჩი (მათეუსი 75), ბრეითვაითი

მთავარი მწვრთნელი: კასანოვა

გოლები: 1:0, 2:0 რაბიო (27, 47), 2:1 ბენ იედერი (51), სილვა (74)

მთავარი მსაჯი: ამაურ დელერუ

გაფრთხილება: კავანი (45+1), აგილარი (86), ბაჰებეკი (88)

ბასტია – ლილი 2:1 (2:1)

ფურიანი, “არმანდ სეზარი”

ბასტია: არეოლა, დიაკიტე (კონი 74), მოდესტო, სკილაჩი, პალმიერი, დანიკი (ონგენდა 83), რომარიკი, ჟილე, ბუდებუზი, აიტი, სიო (კამანო 78 )

მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი

ლილი: ენიამა, ბასა, კიაერი, ბერია, კორჩია, მავუბა, გაიე, ლოპესი, ბუფალი (ორიჯი 60), მენდესი (ტრაორე 76), კუბემბა

მთავარი მწვრთნელი: ჟირარი

გოლები: 0:1 მენდესი (17), 1:1 სიო (22), 2:1 აიტი (40)

მთავარი მსაჯი: სებასტიან დესაჟე

გაფრთხილება: კორჩია (63)

რენი – ბორდო 1:1 (1:0)

რენი, “სტად დე ლა რუტე დე ლორიენი”

რენი: კოსტილი, დანზე, არმანდი, დიანე, მ’ბენგუ, ფერნანდესი, ენრიკე (მორეირა 83), პაიო (კონრადსენი 46), დუკურე, ტოივონენი, ნტეპი

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

ბორდო: კარასო, მარიანო, სანე, პალოისი, პუნჟე, პლასილი (მაურის-ბელაი 72), შანტომი, ჰაზრი (სერტიჩი 83), პოკო, საივე (როლანი 46), ტელინი

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

გოლები: 1:0 ნტეპი (11), 1:1 ჰაზრი (თერთმეტმეტრიანი 77)

მთავარი მსაჯი: მიქაელ ლესაჟე

გაფრთხილება: ტელინი (31), დუკურე (43), შანტომი (50), კარასო (50), ნტეპი (78), მორეირა (81)

კაენი – ლანსი 4:1 (3:1)

კაენი, “სტად მიშელ დ’ორნანო”

კაენი: ვერკუტრი, ფელიპე საადი, და სილვა, იმორუ, აპია, სუბე (ადეოტი 66), ფერეტი, კანტე, ბაზილე (ლემარი 80), ნანგისი (ბენეზეტი 74), სალა

მთავარი მწვრთნელი: გარანდე

ლანსი: ბელონი, ლანდრე, ბულენგერი, ბა, გბამინი, ელ ჟადუ (მადიანი 67), ვალდივია, ბურიგადი, კულიბალი, შავარია, ტუზგარი (გულამი 46)

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

გოლები: 1:0 ფერეტი (თერთმეტმეტრიანი 7), 2:0 სალა (35), ბაზილე (36), 3:1 ელ ჟადუ (45), 4:1 სალა (75)

მთავარი მსაჯი: ტონი შაპრონი

გაფრთხილება: იმორუ (38), კულიბალი (59), ვალდივია (74)

45-ე წუთზე ელ ჟადუმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

მეცი   1 - 4    ლილი

შემადგენლობა

მოვლენები

ლანსი   1 - 0    ნანტი

შემადგენლობა

მოვლენები

რენი   0 - 1    ლიონი

შემადგენლობა

მოვლენები

ტულუზა   2 - 3    ნიცა

შემადგენლობა

მოვლენები

კაენი   3 - 2    ევიანი

შემადგენლობა

მოვლენები

სტ. ეტიენი   2 - 1    გენგამი

შემადგენლობა

მოვლენები

ლორიანი   0 - 1    მონაკო

შემადგენლობა

მოვლენები

ბორდო   2 - 1    მონპელიე

შემადგენლობა

მოვლენები

მარსელი   3 - 0    ბასტია

შემადგენლობა

მოვლენები

პსჟ   3 - 2    რეიმსი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.239417