სხვა

1:04 | 22.02.2015 | ნანახია 3591 - ჯერ

სპორტის სასახლემ გურამ გუგენიშვილის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა

სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში M 1-ის 55-ე ეტაპი ჩატარდა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

სპორტის სასახლეში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ქართველი, ტაჯიკი, ესპანელი, რუმინელი, სლოვაკი, რუსი, ფინელი, ხორვატი და გერმანელი მებრძოლები იხილა.

ქართველმა მაყურებელმა გურამ გუგენიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, რასაც ტურნირის დაწყებამდე სპორტის სასახლის შესასვლელთან გრძელი რიგი მოწმობს. ორგანიზატორებმა მაყურებლებს გურამ გუგენიშვილზე გაკეთებული ვიდეო აჩვენეს, რასაც სპორტის სასახლეში მყოფი გულშემატკივრების დიდი ოვაციები მოჰყვა. დარბაზში გურამის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ქართველი გულშემატკვირებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, საშუალო წონაში რაულ თუთარაშვილმა რუსი არტურ ალიევი “მტკივნეული” ილეთით დაამარცხა. მძიმე წონაში ლევან რაზმაძე რუს არსენ აბდულქერიმოვს დაუპირისპირდა. ბრძოლის დაწყებისთანავე ლევანი აქტიურად ცდილობდა მეტოქესთვის ფეხი დაეჭირა და შემდეგ ძირს დაეგდო, ერთხელ გამოუვიდა კიდეც, მაგრამ რუსმა შეძლო თავის დაღწევა. აბდულქერიმოვმა ლევანს ხელი დაუჭირა “მტკივნეულ” ილეთზე და რაზმაძე დანებდა.

ნოდარ კუდუხაშვილმა წარმოშობით იტალიელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოასპარეზე ლუიჯი ფიოვარანტი 3 რაუნდიან დაპირისპირებაში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ასაკში გურამ გუგენიშვილი ავტოკატასტროფაში გასული წლის ნოემბრის თვეში გარდაიცვალა. გუგენიშვილი M-1 Challenge-ის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. გურამმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო, საწყის ეტაპზე ზედიზედ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მიმდევრობით M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიპოვა.

მსუბუქი წონა

ჰეიდარ მამადალიევი (აზერბაიჯანი) – არტიომ დამკოვსკი (ბელარუსი)

ნახევრად მსუბუქი წონა

მაქს კოგა (გერმანია) – პაველ ვიტრუკი (რუსეთი)

არჩილ თაზიაშვილი (საქართველო) – ყურბანალი აბდუსალამოვი (რუსეთი)

სოსო ნიჟარაძე (საქართველო) – შამილ ალიბეკოვი (რუსეთი)

საშუალო წონა

რაულ თუთარაშვილი (საქართველო) – არტურ ალიევი (რუსეთი)

არტურ ოდილბეკოვი (ტაჯიკეთი) – არტიომ ფროლოვი (რუსეთი)

ლუკაშ ბოროვსკი (პოლონეთი) – ბათრაზ აგნიევი (რუსეთი)

ენოკ სოლვეს ტორესი (ესპანეთი) – იბრაგიმ ტებილოვი (რუსეთი)

ნოდარ კუდუხაშვილი (საქართველო) – ლუიჯი ფიორავანტი (აშშ)

მძიმე წონა

ლევან რაზმაძე (საქართველო) – არსენ აბდულქერიმოვი (რუსეთი)

კენი გარნერი (აშშ) – ასლამბეკ მუსაევი (რუსეთი)

მარკო პერაკი (ხორვატია) – დენის სმოლდარიოვი (ესტონეთი)

მუქი შრიფტით გამოყოფილია წყვილში გამარჯვებული

Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:28 | 23.02.2015
ალექსანდრე (5323)

საწყალი გურამი

10:05 | 23.02.2015
BEERTRANCE (97819)

ვულოცავ ქართველ მებრძოლებს გამარჯვებებს

21:03 | 22.02.2015
federer (17) (13785)

გურამს რომ მოუგო მის მერე დასირდა ეს გარნერი
გურამი რო ცოცხალი ყოფილიყო უეჭველი დაიბრუნებდა ტიტულს

21:02 | 22.02.2015
federer (17) (13785)

არ მიყურებია და გამიკვირდა გარნერს მოუგია არადა ძაან ცუდ ფორმაშია ბოლო 5 ბრძოლიდან 4 წაგებული ქონდაა

21:00 | 22.02.2015
federer (17) (13785)

მაგარი კაცი დავკარგეთ
ასეთი ძლიერი მებრძოლი შეიძლება კარგა ხანს არ გვყავდეს

17:32 | 22.02.2015
Kala94 (6114)

გილოცავთ ბიჭებო !

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.100439