ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი ლისანდრო ლოპესი კარიერას ბრაზილიურ "ინტერნასიონალში" გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელი სან პაულუს გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს.
ლისანდროს ბოლო გუნდი ყატარული "ალ გარაფა" იყო, ხოლო კარიერის გამორჩეული წლები მას პორტუგალიურ "პორტუში" და ფრანგულ "ლიონში" გაუტარებია.