ფეხბურთი

22:19 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხუბუამ “ვარდარს” გაუტანა

ერევნის “ულისმა”, რომელსაც სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ქართველი ფეხბურთელი ჰყავს, ანთალიაში შეკრება მაკედონიის “ვარდართან” მოგებული (3:1) ამხანაგური მატჩით დაასრულა.

ერევნელთა რიგებში ერთი გოლი გიორგი ხუბუამ გაიტანა, რომელმაც სპარინგში საბოლოო ანგარიში მე-80 წუთზე დააფიქსირა.

მის გარდა, ქართველებიდან გუნდში კიდევ ზამირ ჯანაშია, დავით ხურციძე, ირაკლი გეფერიძე და ირაკლი ჭეჟია ირიცხებიან.

საშემოდგომო ეტაპის შემდეგ, “ულისი” სომხეთის ჩემპიონატის ლიდერია.

0.115054