ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის ჰოლანდიელ თავდამსხმელ რობინ ვან პერსისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ ESPN იუწყება. ვან პერსის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს 31 წლის ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" დატოვება უფრო დიდი ხნით სურს.
ვან პერსი "წითელ ეშმაკებში" 2012 წელს ლონდონის "არსენალიდან" ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის 23 შეხვედრაში 10 გოლის გატანა შეძლო.