ფეხბურთი

20:04 | 21.02.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ბეგლარიშვილმა ფინეთში მოიგო

ტალინის “ფლორამ”, რომლის ღირსებას ზაქარია ბეგლარიშვილი იცავს, სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ფინეთში ადგილობრივ “ლაჰტისთან” ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ანგარიში რუსული პასპორტის მქონე ირაკლი ლოგუამ მე-12 წუთზე გახსნა. მეორე გოლი ტალინელებმა 24-ე წუთზე გაიტანეს.

მოლდოვის “საქსანმა”, სადაც ირაკლი გოგინაშვილი გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში ქვედალიგელი “მაიაკი” 3:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063556
სარეკლამო ადგილი - 99
X x X