ფეხბურთი

17:11 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე ანდერსონი რონალდუს არ ედრება

რომის "ლაციოს" ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე ანდერსონმა ბრაზილიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი კრიშტიანუ რონალდუსთან შედარება არ შეიძლება და ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. მისივე თქმით, იგი ერთ დღეს, მშობლიურ "სანტოსში" აუცილებლად დაბრუნდება.

"სინიშა მიხაილოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუს შემადარა, მაგრამ ამას არ ვეთანხმები. ჩვენ განსხვავებული სტილის მოთამაშეები ვართ. თანაც იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მე უფრო კაკას ან განსოს ვგავარ.

"ლაციომ" გამზარდა. ამაში კი დიდი წვლილი ჩემს თანაგუნდელებს მიუძღვით. "სანტოსი"? - მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები უკან და ისევ მოვირგებ "სანტოსის" მაისურს", - განაცხადა ანდერსონმა.

ბრაზილიელი "ლაციოს" ღირსებას 2013 წლიდან მოყოლებული იცავს. 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს ძალზე წარმატებულად ატარებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მის სახელს მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებენ.

0.13338