ფეხბურთი

16:47 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონი ჟირესის მემკვიდრე

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი შესაძლოა სენეგალის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ამის შესახებ "ტუტოსპორტი" იუწყება. სენაგალმა წარუმატებლად იასპარეზა აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაზე და შესაბამისად, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ფრანგი ალან ჟირესის შედეგებით უკმაყოფილონი არიან.

ტრაპატონის გარდა, განიხილება ჟოზე ანიგოს კანდიდატურაც.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ალან ჟირესი სენეგალელთა მთავარ გუნდს 2013 წლიდან მოყოლებული წვრთნის.

0.113517