ფეხბურთი

16:04 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” და “ზუგდიდმა” მოგებებით დაიწყეს

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ლანჩხუთში “გურიამ” “ზესტაფონს,” ზუგდიდიში კი “ზუგდიდმა” “შუქურას” ერთნაირი ანგარიშით – 1:0 სძლიეს. ტურის დანარჩენი ექვსი შეხვედრა კვირას გაიმართება.

XVI ტური

21 თებერვალი, შაბათი

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0

ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0

22 თებერვალი, კვირა

დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, ი. კაკაბაძე, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

სამტრედია-დინამო (თბილისი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ბერულავა, ა. ნონიკაშვილი, ა. ჟივიძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:2

ცხინვალი-დილა (გორი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 14:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:2

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი)

მცხეთა. “მცხეთაAპარკი.” 14:00

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ზ. ფიფია, ფ. ჭაავა, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:0

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ი. უკლება, დ. კურტანიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

ტორპედო (ქუთაისი) – კოლხეთი (ფოთი)

ქუთაისი. ცენტრალური. 19:00

მსაჯები: დ. სანოძე, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 3:0

1. დინამო თბ. 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. დინამო ბთ. 15 7 3 5 17:14 24
5. ცხინვალი 15 7 3 5 15:21 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. გურია 16 5 7 4 17:23 22
9. მერანი 15 5 5 5 11:10 20
10. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
11. შუქურა 16 4 6 6 14:18 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 15 3 5 7 12:19 14
16. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.11312