ფეხბურთი

15:25 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ და დვალმა ბატე-ს აჯობეს (+VIDEO)

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მოლდოვის “დაჩიამ”, რომელსაც მიმდინარე ზამთარში ფორვარდები დავით სირაძე და ჯაბა დვალი შეუერთდნენ, ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის ბორისოვოს ბატე 1:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ლეგიონერი კიშინიოველთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. “დაჩიამ” ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) ლიდერი მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს მოსკოვის “ლოკომოტივთან” ჩაატარებს.

0.128863