ფეხბურთი

15:11 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავასს კარიერის დასრულება "სევილიაში" სურს

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა ესპანურ გამოცემა "მარკასთან" საუბარში აღნიშნა, რომ კარიერას სიამოვნებით დაასრულებდა მშობლიურ "სევილიაში".

"ანდალუზიაში კარიერის დასრულება შესანიშნავი იქნებოდა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ნავასმა.

ხესუს ნავასი "სევილიას" სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2003-2013 წლებში თამაშობდა. მას "სევილიელი დალაქების” მაისურით ესპანურ ლა ლიგაში 285 შეხვედრა ჩაუტარებია.

0.114068