ფეხბურთი

13:56 | 21.02.2015 | ნანახია 1133 - ჯერ

“ბარსამ” ვილანოვა კიდევ ერთხელ დააფასა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ბლაუგრანას” საწვრთნელი ბაზის “სიუტატ ესპორტივას” ნომერ პირველ სავარჯიშო მოედანს ტიტო ვილანოვას სახელი დაერქვა.

“ამიერიდან მომავალი თაობები, რომლებიც აქ სავარჯიშოდ მოვლენ, უნდა იცოდნენ ვინ იყო ტიტო ვილანოვა.” – განაცხადა გახსის ცერემონიალზე “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ.

ესპანელი სპეციალისტი გასული წლის აპრილში კიბოთი გარდაიცვალა. ვილანოვა პეპ გვარდიოლას ოთხი წარმატებული წლის განმავლობაში ასისტენტობას უწევდა, ხოლო 2012/13 წლებში მთავარ გუნდს ხელმძღვანელობდა და “ბარსელონამ” იმ სეზონში ლა ლიგა 100 ქულით დაასრულა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:33 | 22.02.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

მაგარი საწყენი იყო ტიტო ვილანოვას სიკვდილი ! და კარგია მის სახელს ,,ასე" რომ უკვდავყოფენ.

18:23 | 21.02.2015
gruz-in (5468)

აბა რა

16:00 | 21.02.2015
kelbo (7279)

დამსახურებულია...
ბევრს გონია რო ვერ ივარგაო ამან მარა მე პირადად ამის ბარსას თამაში უფრო მევასებოდა ვიდრე გვარდიოლასი, პეპის ბარსას ხანდახან კარში დარტყმა საერთოდ ავიწყდებოდა, ტიტო კი უფრო გოლზე დაგეშილ ფეხბურთს ათამაშებდა, და სანამ ჯანმრთელი იყო მანამდე გუნდი დაფრინავდა, ნახევარ სეზონში მოიგეს ჩემპიონატი ფაქტიურად

14:23 | 21.02.2015
ARMANDO დღეს მეც MUU ვარ (2726)

კარგია

0.063747