რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონი) თასზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სამარას “კრილია სოვეტოვს” 3:1 აჯობა და გამარჯვებულთა რიგებში ორი გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
მცველი კახა ალადაშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 81-ე წუთზე ხაბაროვსკელები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა – 2:1. ნახევარმცველი გუჯა რუხაია მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა და 84-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა. თავდამსხმელი ლაშა იმედაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, “სკა-ენერგიას” სასტარტოში იყო. ნახევარმცველ გოგიტა გოგუას ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და ამიტომ არ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ალადაშვილმა ხსენებულ ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация