ჭადრაკი

3:17 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერტურნირზე ნაკამურამ იმარჯვა

ჰიკარუ ნაკამურას გამარჯვებით დასრულდა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართული სუპერტურნირი.

ასპარეზობაში საჭადრაკო სამყაროს 6 უძლიერესი დიდოსტატი (ყველა მათგანის რეიტინგი 2760-ს აღემატებოდა) დაუპირისპირდა ერთმანეთს. მონაწილეებმა 2 წრედ იასპარეზეს.

პირველი წრე – 5 პარტია კლასიკური ჭადრაკს დაეთმო შემდეგი კონტროლით: 120 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 60 წთ. – 20 სვლაზე და ბოლოს 15 წთ. პარტიის დასასრულამდე + 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ამასთანავე, მოქმედებდა ქულათა აღრიცხვის განსხავებული წესიც. მოგება – 2 ქულა; ფრე – 1 ქულა; წაგება – 0 ქულა.

მეორე წრე რაპიდს დაეთმო. 15 წთ. მთელ პარტიაზე 10-წამიანი დამატებით და ქულათა სტანდარტული ჩათვლით.

ორივე ტურნირის ჯამში 9-9 ქულა დააგროვეს: ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ; 2776) და მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ვიში ანანდმა (ინდოეთი; 2797). თუმცა, დამატებითმა მაჩვენებლებმა პირველობა ამერიკელ მოჭადრაკეს არგუნა.

მესამე ადგილზე 8.5 ქულით ასევე მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ვლადიმი კრამნიკი (რუსეთი; 2760) გავიდა. შემდეგი პოზიციები ასე განაწილდა: 4. ლევონ არონიანი (სომხეთი; 2777) – 7 ქულა; 5. სერგეი კარიაკინი (რუსეთი; 2760) – 6 ქულა; 6. ფაბიანო კარუანა (იტალია; 2811) – 5.5 ქულა.

0.116346