გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “ლევერკუზენმა” გუნდის 24 წლის ნახევარმცველ კარიმ ბელარაბისთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
აღსანიშნავია, რომ ბელარაბიმ “ფარმაცევტებთან” კონტრაქტი ბოლოს ორი თვის წინ, 2017 წლმადე გააგრძელა, მაგრამ ახლა იგი კიდევ სამი წლით გახანგრძლივდა.
კარიმ ბელარაბიმ წლეულს ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანაც შეძლო.