საქართველოს მეორე ლიგის კლუბ ხონის “იმერეთში” იმუშავებს 53 წლის სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი. “მეტალურგის,” “ზესტაფონის,” საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი ბოლო დროს საფეხბურთო საქმიანობას ჩამოშორებული იყო.
როგორც ხონის “იმერეთის” პრეზიდენტმა გუგა ხვიჩიამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, კობა ჟორჟიკაშვილი როგორც ბავშვთა გუნდების ასევე ძირითადი გუნდის მწვრთნელთა კონსულტანტად იმუშავებს.
ხონის “იმერეთმა” ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის დროს რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ხუმარაშვილი, “ვიტ ჯორჯიასა” და “სამტრედიას” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მელქაძე, რუსთავის “მეტალურგთან” ერთად საქართველოს 2009-2010 წლების სეზონის გამარჯვებული გელა ხუბუა, “ზესტაფონის” ყოფილი შემტევი ნიკოლოზ ჩიხლაძე. კლუბს ასევე შეუერთდა ილია პავლიაშვილი, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი “სამტრედიაში” გაატარა. პავლიაშვილის მსგავსად "იმერეთში" გააგრძელებს კარიერას "სამტრედიას" ყოფილი მცველი ბიჭიკო გედენიძე.
შეგახსენებთ, ხონის “იმერეთი” საქართველოს მეორე ლიგის დასავლეთ ზონას 37 ქულით ლიდერობს. მას ერთი ქულით ჩამორჩება “სამეგრელო,” ხოლო მესამე ადგილს ვანის “სულორი” იკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბევ გუნდებს აჯობებენ ინფრასტრუქტურით......თამაშითაც..
კარგია სულორი,იმერეთი,სამეგრელო.......პირველ ლიგას იმსახურებენ....
კარგი იქნება ესე თუ გაძლიერდებიან რეგინები, ატი სტადიონი გვინდა და ატი გამართული გუნდი უმაღლეს ლიგაში , სადაც ახალგაზრდების და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი იქნება. საწყის ეტაპზე საჭიროა გამგეობებმა უპატრონონ, სხვა გზა არაა, შემდეგში სპონსორებმა, ესაა ჩვენი ფეხბურთის სხსნა , რეგიონებში ბუმი უნდა იყოს აუცილებლად , ხალხი გაცილებით მეტი დადის, ეს ბევრად ჯობია იმას , რომ თბილისის ხუთი გუნდი იყოს უნაღლესში და ცარიელი სტადიონები
მწვრტნელის დიპლომი როგორ ავიღო იცით ვინმემ?
საღოლ რეგიონალურ ლიგას, იმერეთი, სამეგრელო და სულორი ძლიერდება საკაიფოდ და დიდი კონკურენციაა, პირველი ლიგის ბევრ გუნდს ჯობნიან... 2 გუნდი უნდა გადმოდიოდეს კარგი იქნება, მგონი ერთი გადმოდის და ისიც პლეი ოფით...