ჩოგბურთი

17:06 | 20.02.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ქვაცაბაია ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მორიგი გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გააღწია.

მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ მე-5 რეიტინგის მქონე თურქი მელის სეზერი 6:1, 5:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზურს უკრაინელ ალიონა სოტნიკოვას (მე-2) შეეცილება.

სამწუხაროდ, ბრძოლას გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე, რომელსაც პირველი განთესვა გააჩნდა. ეკატერინემ მე-8 ნომრით მოასპარეზე ვიკტორია კანთან 6:1, 3:6, 1:6 წააგო.

ცნობისთვის, გასულ ანტალიურ ტურნირზე გორგოძემ წყვილთა შეჯიბრი სწორედ რუს ჩოგბურთელთან ერთად მოიგო.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.062784