“გენკის” აკადემიის აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი ინდი ბუნენი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ბელგიური მედიის ინფორმაციით, 16 წლის ფეხბურთელმა “წითელ ეშმაკებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალგაზრდა გენკელები მანჩესტერელებს 2013 წლის აპრილში დაუპირისპირდნენ და მაშინ ინგლისური კლუბის სკაუტებმა თავლი ბუნენს დაადგეს. გასული თვე ბელგიელმა “იუნაიტედის” კერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე გაატარა და პროფესიონალური კონტრაქტი 16 წლის ასაკში გააფორმა.
შემტევი ნახევარმცველის გადაბირება ლონდონის “არსენალს”, “მანჩესტერ სიტის”, “ფეინოორდს” და “ვოლფსბურგსაც” სურდათ.
“მანჩესტერი” აგრეთვე აკვირდება ინდის 13 წლის ძმას სეპის, რომელიც მეკარეა. მიუხედავად ინტერესისა, ინგლისელები გოლკიპერს კონტრაქტს 16 წლამდე ვერ გაუფორმებენ. ჯერჯერობით ინგლისურ გრანდს ბუნენის ტრანსფერი არ გაუხმაურებია.