ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ოლ სტარით” გამოწვეული დასვენების დღეები დასრულდა. გამთენიისას ნბა-ს ორი მატჩი გაიმართა.
“ოკლაჰომამ” შინ “დალასს” 104:89 მოუგო. გამორჩეული იყო “ოლ სტარის” საუკეთესო მოთამაშე რასელ ვესტბრუკი, რომელმაც გუნდს 34 ქულა და 10 პასი შესძინა. სერჟ იბაკამ კარიერაში ყველაზე მეტი, 22 მოხსნა შეასრულა. ტეხასურ კლუბში რთულია ვინმე გამოვარჩიოთ. “ოკლაჰომა” ამ გამარჯვებით საფლეოფო ზონაში შევიდა, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, “დალასი” ამავე კონფერენციაში მეექვსეზეა.
“კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “სან ანტონიო” 119:115 დაამარცხა. მატჩში დეანდრე ჯორდანი 26 ქულით და 18 მოხსნით გამოირჩა, ჩემპიონებიდან საუკეთესო ტიმ დანკანი (30 ქულა 11 მოხსნა) იყო.
“ოკლაჰომა” – “დალას მავერიკსი” 104:89 (25:19, 27:17, 31:29, 21:24)
“ოკლაჰომა”: ვესტბრუკი (34 ქ. 10 პ. 5 მ.), იბაკა (21 ქ. 22 მ.), მოროუ (16 ქ.), დურანტი (12 ქ.), უეიტერსი (8 ქ.), რობერსონი (4 ქ. 12 მ.), ლემბი (3 ქ.), კოლისონი (2 ქ.)
“დალასი”: ნოვიცკი (14 ქ.), ჰარისი (13 ქ.), ვილანუევა (11 ქ.), ჩენდლერი (10 ქ. 13 მ.), პარსონსი (8 ქ.), ამინუ (8 ქ.), ბარეა (7 ქ.), ელისი (7 ქ.), რონდო (5 ქ.), ჯეფერსონი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=IrSR7Pe-6pw
“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “სან ანტონიო სპურსი” 119:115 (27:24, 25:31, 38:33, 29:27)
“კლიპერსი”: ჯორდანი (26 ქ. 18 მ.), კროუფორდი (26 ქ.), პოლი (22 ქ. 16 პ.),რედიკი (!5 ქ.), დევისი (10 ქ.), ბარნსი (11 ქ.), ჰეივსი (7 ქ.), თურქოღლლუ (2 ქ.)
“სან ანტონიო”:დანკანი (30 ქ. 11 მ.), პარკერი (21 ქ. 13 პ.), ბელინელი (11 ქ.), სპლიტერი (11 ქ.), ჯინობილი (10 ქ.), გრინი (9 ქ.), დიაო (3 ქ.), მაილსი (2 ქ.)