ფეხბურთი

11:24 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდის ოცნება – “ლივერპულის” გაწვრთნა

“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ლოს ანჯელესს გალაქსში” გააგრძელებს ასპარეზობას. იმ პერიოდისთვის ფეხბურთელი 35 წლის იქნება. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი უკვე მომავალზე ფიქრობს.

“ლივერპულის” გაწვრთნა ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო. ამისთვის საჭიროა კარგად იყო მომზადებული. ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ამ გუნდის მწვრთნელის პრეტენდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსეულია. ეს გრძელი გზაა და ამჯერად თამაშზე ვარ ფოკუსირებული.“ – განუცხადა ჯერარდმა ბრიტანულ ITV-ის.

“მერსისაიდელთა” გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდებათ, თუ კლუბის უკვე ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი მათ საყვარელ გუნდს ჩაიბარებს. ინგლისელს “ლივერპულის” ღირსება დღემდე 702 მატჩში დაუცავს და 183 გოლიც გაუტანია, სეზონის დასულებამდე კი ჯერარდი დიდი ალბათობით ამ მონაცემებს გაზრდის.

0.124446