ჩოგბურთი

11:10 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი – პაბლოს მოუგო, პაბლოს შეხვდება

Rio Open-ზე პირველ ნომრად განთესილი და ამავე ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მალიორკელი რაფა ნადალი წლევანდელი შეჯიბრების მეოთხედფინალში გავიდა. 28 წლის ესპანელმა 2 სეტით თანამემამულე პაბლო კარენო-ბუსტას 7:5, 6:3 სძლია.

საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ნადალი და კარენო-ბუსტა კორტზე ერთმანეთის პირისპირ პირველად წარსდგნენ. 23 წლის პაბლოს დასამარცხებლად რაფას 2 საათი დასჭირდა. ნადალის ანგარიშზე 3 ბრეიკი და 4 ეისია.

“ბურთის ყოველი გათამაშებისას საუკეთესო თამაშის ჩვენებას ვცდილობ. მართალია, ამჯერად ცოტათი არასტაბილურად ვიასპარეზე, მაგრამ მიზანი, მეოთხედფინალში გასვლა, მიღწეულია. ამასთან, მეტოქე, მაღალ დონეზე, აგრესიულად თამაშობდა და ამგვარი მატჩის მოგება ორმაგად სასიხარულოა”, - განაცხადა რაფამ ნამატჩევს.

რიოს ტურნირის მეოთხედფინალში ნადალი ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება.

0.116335