ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დედლაინი და იყო არაერთმა მოთამაშემ კლუბი გამოიცვალა. ცხადია, ყველა ტრანსფერს არ ჩამოვყვებით, რამდენიმე გამორჩეულზე კი მოგახსენებთ.
“ბრუკლინიდან” მშობლიურ “მინესოტას” მიაშურა კევინ გარნეტმა, რომელსაც “ტიმბერვულვზში” კარიერის საწყისი 12 წელი აქვს გატარებული და კლუბთან ერთად პლეი-ოფში 6-ჯერ უთამაშია, ერთხელ კი უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულიც კი მიიღო. გარნეტის სანაცვლოდ “ნეთსმა” ტადეუს იანგი დაისაკუთრა.
“ფინიქსმა” ბოლო წამს სლოვენიელი გორან დრაგიჩი ”მაიამიში” გაუშვა, სანაცვლოდ კი ნორის კოული, დენი გრეინჯერი, შოუნ უილიამსი, ჯასტინ ჰემილტონი და დრაფტის პირველი რაუნდის 2 არჩევანი მიიღო. დრაგიჩთან ერთად “ჰითს” მიაშურა მისმა ძმა ზორანმაც.
სამხრივი გაცვლა შედგა “მილუოკის”, “ფინიქსს” და “ფილადელფიას” შორის. შედეგად, ბრენდონ ნაიტი “სანზში” აღმოჩნდა, მაიკლ კარტერ-უილიამსი, ტაილერ ენისი და მაილზ პლამლი ზაზა ფაჩულიას “ბაქსში” ითამაშებენ, ხოლო “სიქსერზმა” ამ წლის დრაფტის პირველ რაუნდში ტოპ-5-დან არჩევანი მიიღო.
ასევე სამხრივი გარიგების თანახმად, “ოკლაჰომა სიტის” წევრი რეჯი ჯეკსონი “დეოტროიტს” შეუერთდა, ხოლო “სანდერმა” “იუტადან” ენეს კანტერი დაისაკუთრა. ამასთან, ოკლაჰომელებმა კენდრიკ პერკინსი “ჯაზს” დაუთმეს, “პისტონზიდან” კი დი ჯეი ოგასტინი და კაილ სინგლერი მიიღეს.
შესაბამისად, ალექსეი შვედი და პაბლო პრიჯიონი გაცვალეს “ჰიუსტონმა” და “ნიუ იორკმა”, ეს უკანასკნელი კი დრაფტის მე-2 რაუნდის ორ არჩევანსაც მიიღებს. “დენვერიდან” “ფილადელფიაში” გადაბარგდა ჯავალ მაკგი. “ნაგეთსი” აარონ აფლალომ და ალონსო ჯიმაც დატოვეს და “პორტლენდში” ჩაირიცხნენ, საპირისპირო გზას კი უილ ბარტონი, ვიკტორ კლავერი და ტომას რობინსონი გაივლიან.
“საკრამენტომ” რამონ სეშნსი “ვაშინგტონს” ანდრე მილერში გაუცვალა, ხოლო ფინიქსელი აიზეა ტომასი “ბოსტონში” ჩაირიცხა. სანაცვლოდ, “სანზმა” მარკუს ტორნტონი და 2016 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანი მიიღო.