ფეხბურთი

21:42 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძე “სუმგაითს” დაუზავდა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ქართველი მწვრთნელის გიორგი ჩიხრაძის ზაქათალას “სიმურგმა” საკუთარ მინდორზე ფრედ 1:1 ითამაშა “სუმგაითთან”.

ანგარიში 39-ე წუთზე სტუმარმა ფეხბურთელებმა გახსნეს. თავი გურბანოვმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა - მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე 27 წლის სერბმა დრაგან ცერანმა წონასწორობა აღადგინა და როგორც გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გიორგი ჩიხრაძის გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება და 3 ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ ბაქოს “ნეფთჩის”.

0.118101