ფეხბურთი

21:13 | 19.02.2015 | ნანახია 991 - ჯერ

ფოფხაძემ “სპარტაკის” წინააღმდეგ ითამაშა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მინსკის “დინამომ” ამხანაგური მატჩი მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დუშან უჰრინის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა 28 წლის ქართველი მცველი გიორგი ფოფხაძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა, 39-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

“სპარტაკის” შემადგენლობაში არ უთამაშია ჯანო ანანიძეს. ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთი მცირედით გაუწყდა, მოედანს კი 10-12 დღეში დაუბრუნდება. მოსკოველთა გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი 19 წლის ფორვარდმა დენის დავიდოვმა გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:09 | 19.02.2015
s1234s (20)

stripslashes((strlen('http://www.shotbux.com/?ref=s2626s')>0?'http://www.shotbux.com/?ref=s2626s':'http://www.shotbux.com/?ref=s2626s')) დარეგისტრირდით და ფულს გამოიმუშავებთ

0.125546