ფეხბურთი

20:26 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას აეკ-ში მეტი ხელფასი სურს

საბერძნეთის საფეხბურთო პირველ ლიგაში მოასპარეზე ათენის აეკ-ს საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორიას საკუთარ რიგებში ხილვა სურს. ინტერნეტპორტალ novasports.gr ინფორმაციით, აეკ-ის წარმომადგენლები ლორიას დაეკონტაქტნენ, რათა გაეგოთ, რა გეგმები აქვს მომავალი სეზონისთვის ქართველ მეკარეს. თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან ლორიას იმაზე მეტი ხელფასი სურს, ვიდრე ოფი-ში აქვს.

აეკ-ი პირველ ლიგის ლიდერია და რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, სუპერლიგაში გადავა. გუნდს საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ტრაიანოს დელასი წვრთნის, რომელსაც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისშიც” უთამაშია. თავად ქეცბაია აეკ-ში 1994-1997 წლებში გამოდიოდა და 84 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში, ლორიამ ოფი-ს რიგებში თავი კარგად წარმოაჩინა და აეკ-ის დაინტერესება გასაკვირი არაა. მითუმეტეს, სეზონის ბოლოს 29 წლის მეკარე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

თუ ლორიასთან ვერ შეთანხმდნენ, აეკ-ის მესვეურები ალტერნატიულ ვარიანტად “პანთრაკიკოსის” კარის დარაჯ გიორგიოს ათანასიადისს განიხილავენ.

0.11298