ლონდონურმა “ვესტ ჰემმა” ბრაზილიელი შემტევი ნენე გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “ჩაქუჩების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
33 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.
ბრაზილიელი მოთამაშე ბოლოს ყატარულ “ალ გარაფაში” ირიცხებოდა.