ფეხბურთი

19:02 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუს მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა სურს

ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ახლო წარსულში ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს თავისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდოს.

“40 ნ 48 გუნდი? – რატომაც არა. უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და თანაც, ტურნირი რამდენიმე კვირით დიდ ხანს გაგრძელდება”, - განაცხადა ლონდონში მყოფმა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტობისთვის ფუგის გარდა, ზეპ ბლატერი, ჟერომ შამპანი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი და მიხაელ ვან პრააგი იბრძოლებენ.

0.121472