როგორც metro იუწყება, ლონდონის “არსენალი” მზადაა “ლიონის” ნახევარმცველ მაქსიმ გონალონის შეძენისთვის 14,8 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
25 წლის ფეხბურთელის თამაშით დაინტერესებას “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გამოთქვამს, თუმცა გონალონის დამატების სურვილი კიდევ ერთ ლონდონურ კლუბ “ტოტენჰემს” აქვს და შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ამ გუნდის მაისური მოირგოს.
გონალონსი “ლიონის” ძირითად გუნდში 2009 წლიდან თამაშობს, ფრანგულ კლუბთან ერთად კი საფრანგეთის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.