სერია A

17:32 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდსმა შესაძლოა “ფიორენტინა” დატოვოს

როგორც dailymail იუწყება, მიკა რიჩარდსის შეძენით რამდენიმე ცნობილი კლუბი, კერძოდ კი “ვესტ ჰემი,” “ლივერპული” და დორტმუნდის “ბორუსიას” დაინტერესდნენ. 26 წლის ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაა, ამჟამად კი განათხოვრების წესით ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობს.

რიჩარდსმა ინგლისური გრანდის დატოვება უთამაშებლობის მიზეზით გადაწყვიტა. ამპლუით მცველმა მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 6 მატჩი ჩაატარა და მთლიანობაში მინდორზე 273 წუთი დაჰყო.

მიკა რიჩარდსი “მანჩესტერ სიტის” აღზრდილია, კლუბთან პირველი პროფესიული კონტრაქტი 2005 წელს გააფორმა და მას შემდეგ “სიტის” საკუთრებაა.

0.115075