კალათბურთი

15:07 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილუოკიმ” სანდერსი 15 მილიონის ფასად მოიშორა

“მილუოკი ბაქსის” ამერიკელი ცენტრის ლარი სანდერსის და კლუბის გზები ოფიციალურად გაიყარა. შეთანხმების თანახმად, “ბაქსი” სანდერსს კონტრაქტით გათვალისწინებული 36 მილიონი დოლარის სანაცვლოდ 15 მილიონს გადაუხდის და კალათბურთელს პრეტენზია აღარ ექნება.

აღნიშნული თანხის დაფარვა 7 წლის განმავლობაში ანუ 2022 წლამდე მოხდება, სანდერსს კი აქედანვე შეუძლია კონტრაქტის სხვა კლუბთან გაფორმება.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში 26 წლის კალათბურთელი ნბა-ს ანტინარკოტიკული პროგრამის დარღვევისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა, მანამდე, ის ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ თამაშობდა.

მიმდინარე სეზონის წინ სანდერსმა მილუოკელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც 44 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, ახლა კი, ეს ხელშეკრულება უკან დარჩა.

შეგახსენებთ, რომ სანდერსის არყოფნაში, “ბაქსის” ძირითად ცენტრად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იქცა და თავის მოვალეობებს ჩინებულად უმკლავდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125435