ფეხბურთი

13:57 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “იმერეთში” ხუმარაშვილი ითამაშებს

როგორც სოციალურ ქსელში ხონის “იმერეთის” ოფიციალური გვერდი იუწყება, იმერეთის კლუბში გააგრძელებს კარიერას ლატვიური “დაუგავას” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ხუმარაშვილი. 25 წლის მცველმა მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი “სასკოში” გაატარა, მეორე ეტაპის წინ კი “იმერეთს” შეუერთდა.

გიორგი ხუმარაშვილი ჰაინც ტოპმიოლერის მწვრთნელობის დროს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაშობდა.

გიორგი ხუმარაშვილს რამდენიმე ქართულ კლუბში უთამაშია. 2009-2010 წლების სეზონი თბილისის “ლოკომოტივში” გაატარა, როცა თბილისური კლუბი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. 2010 წელს კარიერა “სამტრედიაში” განაგრძო, შემდეგ კი “ვიტ ჯორჯიას” მაისურა მოირგო.

2013 წელს ლატვიურ “ილუკტესში” გადავიდა, გასულ სეზონი კი “დაუგავაში” გაატარა. სეზონის ბოლოს ლატვიური კლუბი დატოვა და ნახევარი სეზონი პირველი ლიგის “სასკოში” ითამაშა.

0.132862